სამოქალაქო ინიციატივების ფორუმი, ქობულეთი 2021 წ

2021 წლის 8-11 ოქტომბერი

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია NESEHNUTI ფონდ "აფხაზინტერკონტთან" (საქართველო) პარტნიორობით გიწვევთ დამწყები არაკომერციული რეგიონალური ორგანიზაციების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება ქობულეთში 2021 წლის 8-11 ოქტომბერს.

რეგიონალური ორგანიზაციების ფორუმი - ეს არის ოთხდღიანი ღონისძიება - სამუშაო შეხვედრა-სემინარების, განხილვების, პრეზენტაციების და სხვა ფორმის ინფორმაციების და გამოცდილების გაცვლის სერია. 

Abkhazintercont (AIC) & NESEHNUTI


ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დამწყები აქტივისტების მხარდაჭერა, მათი უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება, შთაგონება და გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო აქტიურობის სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვის, გარემოსდაცვითი და ჟურნალისტური საქმიანობის მიმართულებით, რათა განმტკიცდეს საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციების მდგრადობა. 


ფორუმის ამოცანები:

- თანამშრომლობის განვითარება;

- პრაქტიკის, ინოვაციებისა და ინფორმაციის გაცვლა;

- მრავალფეროვნებისა და ერთიანობის განმტკიცება.


ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: საქართველოს რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

ფორუმის პროგრამა მოიცავს ორგანიზაციების საქმიანობათა პრეზენტაციას, ექსპერტთა მასტერ-კლასებს, დისკუსიურ ლაბორატორიებს ორგანიზაციებისა და პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ თემებზე.

ფორუმის პროგრამით გათვალისწინებული არის სესია, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდების და საელჩოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საქართველოში სამოქალაქო სექტორთან მუშაობის მიმდინარე პროგრამები, პრიორიტეტები და მიმართულებები.

პრაქტიკული ინფორმაცია

ღონისძიების დაწყების თარიღი: 11:00 საათი, 2021 წლის 8 ოქტომბერი

ღონისძიების დასრულების თარიღი: 16:00 საათი, 2021 წლის 11 ოქტომბერი

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ქ. ქობულეთი

ფორუმის სამუშაო ენა: რუსული და ქართული ენები, უზრუნველყოფილი იქნება თარგმნა.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ განაცხადი


მონაწილეების დაბინავება, კვება და ტრანსპორტი დაფინანსდება ფორუმის ორგანიზატორების მიერ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული არასტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ღონისძიების ფორმატი, პროგრამა ან თარიღები შეიძლება შეიცვალოს. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას. 

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, ნუ მოგერიდებათ მიმართოთ gtskhvediani2@gmail.com, გიორგი ცხვედიანს ან alena@nesehnuti.cz, ალენა მარჩკოვას.

ჩაერთეთ და შეხვდით მათ, ვინც წამოიწყო და გამოიწვია მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები და გახდით   ერთი მათგანი. 

ფოტო გალერეა

აქ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე სურათი BarCamp ქუთაისი 2019.


© 2019 NESEHNUTÍ, Brno, Czechia
Powered by Webnode
Create your website for free! This website was made with Webnode. Create your own for free today! Get started